ნაგვის ღია წესით დაწვა დასჯადია, თუმცა, კვამლი თბილისის ცენტრშიც საკმაოდ ხშირია (ვიდეო)

მიუხედავად იმისა, რომ ნაგვის ღია წესით დაწვა ისჯება, თბილისში, საკმაოდ ხშირად ვაწყდები, როცა სხვადასხვა ტიპის ნაგავი ღია წესით წვება. აღნიშნული ვიდეო „მედიაცენტრმა მთავარმა“ თბილისში, საბურთალოზე გადაიღო.   

ინფორმაციისთვის, ნაგავი შეიცავს უამრავ მიკროორგანიზმს. ეს არის ბაქტერიების, ვირუსების, მწერების და სხვა სერიოზული დაავადებების მატარებელი ორგანიზმების „ნავსაყუდელი“. მყარი ნარჩენები შეიცავს ყველანაირი სახის მომწამვლელ ნივთიერებას. თუ მას სწორად არ გავუმკლავდებით, ის გავრცელდება მიწაში, ჰაერსა და წყალში. შესაბამისად, ეს ყველაფერი არა მარტო ჩვენ გვაყენებს ზიანს, არამედ სხვა ცოცხალ ორგანიზმებსაც. ალბათ, ქალაქში ხშირად შეგიმჩნევიათ ნაგვის ბუნკერიდან ამოსული კვამლი. ნარჩენების დაწვა პოპულარული ხერხია, თუმცა – არაჯანსაღი. ამასთან, მისი ღია წესით დაწვა დასჯადია.

როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის იურიდიული სამსახურის უფროსის მოადგილე გრიგოლ ფოჩხიძემ “მედიაცენტრ მთვართან” განაცხადა, საყოფაცხოვრებო ნარჩენის ღია წესით დაწვა ისჯება 200 ლარით, ხოლო სახიფათო ნარჩენები 500 ლარით. “ღია წესით წვა, იყოფა ორ ნაწილად. პირველ ნაწილად შეგვიძლია განვიხილოთ არასახიფათო ნარჩენების ღია წესით წვა. აქ შეგვიძლია განვიხილოთ ფოთლები, პარკები და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენები, რომლის ღია წესით დაწვა ისჯება ჯარიმით – 200 ლარით, ხოლო მეორე კატეგორია არა სახიფათო ნარჩენები, რომელიც არის საბურავები, რეზინები და სხვა მასალები. ამ შემთხვევაში ჯარიმა არის 500 ლარი,”- განაცხადა გრიგოლ ფოჩხიძემ “მედიაცენტრ მთავართან”.

მსგავსი თემები