“თქვენ გადამალახინეთ სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარი” – დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა გაუმჯობესდა

  •  

საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, რომელიც ბათუმში მოქალაქემ დაჭრა, საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. 

ოთარ თავართქილაძეს ჭრილობები ყელის არეში ჰქონდა მიყენებული. ამჟამად პოლიციელების ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

“ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ უკლებლივ, ჩემი საამაყო ადამიანები ხართ. თქვენ გადამალახინეთ სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარი და შემიძლია დღეს რომ ვისაუბრო თქვენთან. მადლობა პოლიციელებს, ექიმებს და ყველა იმ მოქალაქეს, რომლებიც გვერდში დამიდექით და გამოხატეთ ის სითბო, რომელმაც ძალა მომცა რომ დამეძლია ეს დაბრკოლება. ვამაყობ თქვენით თქვენ ყველანი ჩემი გმირები ხართ. მე კი ვეცდები, რაც შეიძლება მალე დავუბრუნდე ჩემს მოვალეობას, რომელიც ყოველი თქვენთაგანის სამსახურს და დახმარებას ნიშნავს”, – წერს თავართქილაძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები