„ანიტამ დღეს ყველას გვიჩვენა მაგალითი, თუ როგორ უნდა ვიბრძოლოთ სიცოცხლისთვის“ – ანიტას დედა

  •  

2 წლის ანი­ტა ფა­ცა­ცია, რო­მელ­საც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გულ­შე­მატ­კივ­რობს, გუ­შინ ინ­დო­ე­თის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ფრე­ნის პრო­ცესს გარ­თუ­ლე­ბე­ბი არ მოჰ­ყო­ლია და ანი­ტას მალე ოპე­რა­ცი­ას გა­უ­კე­თე­ბენ. ინ­ფორ­მა­ცი­ას პა­ტა­რას მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ, ინ­დო­ე­თი­დან ანი­ტას მშობ­ლე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ.

„ჩემი ჩიტი თბილ ქვეყნებში ჩამოფრინდა, როგორც უკვე იცით. ფრენამ ჩაიარა იდეალურად. მთელი გზა ეძინა, მე კი მის მონაცემებს ეკრანზე მივშტერებოდი. ყველაფერი იმდენად კარგად იყო მთელი გზის მანძილზე, რომ ექიმებს ყურსასმენები ეკეთათ და პლანშტებში ფილმებს უყურებდნენ. ფრენის ბოლო ნახევარი საათი გაიღვიძა და გამოაცხადა: „მე ბაჭია ვარო“. კიდევ ბევრი მეჭორავა და ცოტა იცინა კიდეც. დავეშვით მშვიდობით. ეს ყველაფერი კი ზუსტად ვიცი თქვენი დამსახურებაა. მადლობა ყველას!!!

ჩემი გოგო ინტენსიურში დააწვინეს და მარტო ერთხელ მომცეს ნახვის უფლება. ჯერჯერობით, ძილის რეჟიმზე ჰყავთ, მაგრამ რომ გაიღვიძოს და მე არ დავხვდე არ ვიცი, რას იფიქრებს. პატარაა და ძალიან შეეშინდება. დარწმუნებული ვარ, ეგონება, რომ დედამ მიატოვა. ხვალ გადაწყდება საკითხი პალატაში გადმოიყვანენ თუ ინტენსიურში დარჩება. ღმერთს ვთხოვ, ხვალ უკვე ჩვენთან იყოს, პალატაში.

მიუხედავად ამისა, ანიტამ დღეს ერთ-ერთი ურთულესი ეტაპი წარმატებით გადალახა და ყველას გვიჩვენა იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა ვიბრძოლოთ სიცოცხლისთვის და მან ეს 2 წლის ასაკში შეძლო! დღეს მამამისს ვუთხარი, რომ იმდენად ძლიერი შვილი გვყავს, მგონი, ვერ ვართმევთ თავს მის მშობლობას, რადგან ჩვენ ხშირად ვეცემით, ანიტა კი არასოდეს, არც ერთი წამით არ დანებებულა. მან დაამტკიცა, რომ სიცოცხლე ძალიან, ძალიან ტკბილია და ნებისმიერ ფასად უნდა ვიბრძოლოთ მის შესანარჩუნებლად“, – წერს სოციალურ ქსელში ორი წლის ანიტას დედა მარიკო სადრაძე.

მსგავსი თემები