უკრაინაში ყველა აზარტული დაწესებულება დაიხურა

  •  

უკრაინის მთავრობამ დადგენილება მიიღო, რის მიხედვითაც ის აზარტული დაწესებულებები შეწყვეტენ მუშაობას, რომლებიც სახელმწიფო ლატარეის ეგიდით ფუნქციონირებს. ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინის ოფიციალური მთავრობა ავრცელებს.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ უკვე შეაჩერა თითქმის, 5,300 სათამაშო დაწესებულების საქმიანობა. ასევე, მოხდა 50 მილიონი დოლარის ღირებულების ტექნიკის კონფისკაცია.

გარდა ამისა, უმაღლეს რადაში კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, რაც აზარტული თამაშების ბიზნესის დარეგულირებას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები