ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალებულებს მერია დაეხმარება

  •  

თბილისის მერია მზადაა, ძლიერი წვიმისა და ნალექისგან დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმაროს. აღნიშნული დავალება კახა კალაძემ მუნიცილალიტეტების გამგებლებს მისცა და უხვნალექიანობის დროს ოპერატული მოქმედებებისთვის მადლობაც გადაუხადა.

„მადლობას გიხდით იმისთვის, რომ მთელი ღამის განმავლობაში თითოეული თქვენგანი, თითოეული ჩვენი თანამშრომელი გამოსული იყო და ყველაფერს აკეთებდა, რათა პრობლემები რაც შეიძლება დროულად და სწრაფად აღმოფხვრილიყო. მინდა, დაგავალოთ გამგებლებს, რომ თუ არის კიდევ დარჩენილი პრობლემური საკითხები, თუ არის ისეთი ოჯახები, ვისაც აქვს ამ მიმართულებით პრობლემა, დაეხმაროთ და გვერდში დაუდგეთ ამ ადამიანებს, რათა ყველაფერი გააკეთოთ და დროულად მოაწესრიგოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ

შეგახსენებთ, რომ 11 ივნისის ღამით მოსულმა ძლიერმა წვიმამ და უხვმა ნალექმა, თბილისი და მისი შემოგარენი სერიოზულად დააზიანა. ​დაიტბორა სახლები და მარაზიაბი, წაიქცა ხეები, დაზიანდა ინფორასტრუქტურა.

მსგავსი თემები