მარიანა ჩოლოიანი საავადმყოფოდან პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს

15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი საავადმყოფოდან პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. 

დაკავებულის ადვოკატის თქმით, დაცვის მხარემ უკვე ჩაიბარა  ჩოლოიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების განჩინება, რომელსაც 48 საათის განმავლობაშ გაასაჩივრებს.

ბრალდებულ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ შეუფარდა. აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობა სასამართლოს გადაწყვეტილებით, კლინიკაში გაიმართა.

მარიანა ჩოლოიანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორ ეპიზოდში წარედგინა, რაც მოხელის მიერ ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.

მსგავსი თემები