“შთაბეჭდილება რჩება, რომ სამართალდამცველები გარკვეული მიმართულებით მუშაობენ” – კონსტანტინე გამსახურდია

ცოტნე გამსახურდიას ძმის, კონსტანტინე გამსახურდიას განცხადებით, სამართალდამცავებს, გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ეჭვები პიროვნებების მიმართ აქვთ და გარკვეული მიმართულებით მუშაობენ.

როგორც კონსტანტინე გამსახურდიამ “მედიაცენტრ მთავართან” ინტერვიუში განაცხადა, ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.

ონსტანტინე გამსახურდია: რეაბილიტაციის ფაზაშია გადასული. სიტუაცია მძიმეა, სახიფათო დაზიანებებია. მაგრამ ჯერ-ჯერობით არაა გართულება და მდგომარეობის დამძიმება.

“მედიაცენტრი მთავარი”: მომხდარის დეტალებზე თუ იცით რამე?

კონსტანტინე გამსახურდია”: არა, არაფერი ვიცით. ვერც ვფიქრობთ, რა შეიძლება ყოფილიყო ან ვის შეეძლო ასე გაემეტებინა.

“მედიაცენტრი მთავარი”: ვინმეზე ხომ არ ჰქონიათ სამართალდამცავებს ან ოჯახის წევრებს ეჭვი?”

კონსტანტინე გამსახურდია”: ჯერჯერობით არა. საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, სხვა არაფერი ვიცი.

“მედიაცენტრი მთავარი”: ეჭვი თუ აქვთ ვინმეზე?

კონსტანტინე გამსახურდია”: შთაბეჭდილება რჩება, რომ სამართალდამცველები გარკვეული მიმართულებით მუშაობენ.

“მედიაცენტრი მთავარი”: თავად პაციენტი გამოდის კავშირზე?

კონსტანტინე გამსახურდია”: ცოტნე საკმაოდ დიდხანს ვერ გამოვა კავშირზე. დაძინებულიცაა,  ნარკოზის მდგომარეობაშია. ურთულესი მდგომარეობაა.

მსგავსი თემები