“მოვედი, რომ ვნახო, მაინტერესებდა, გაკეთდა თუ არა ყველაფერი ცოტნესთვის” – პრეზიდენტი საავადმყოფოში მივიდა

საქართველოს პრეზიდენტი ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტს ეხმაურება.

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ თავდასხმის დეტალებზე ინფორმაცია არ გააჩნია. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მთავარია ეს მძიმე პერიოდი გადაილახოს. პრეზიდენტი საავადმყოფოში მივიდა, სადაც ცოტნე გამსახურდია მძიმე მდგომარეობაში წევს.

“არაფერს არ ვფიქრობ თავდასხმაზე. არ ვიცი დეტალები. საშინელი შედეგია. მე ამ დილით ქალბატონ მანანას ველაპარაკე და ამიტომ მოვედი, რომ ვნახო, მაინტერესებდა, გაკეთდა თუ არა ყველაფერი. ნამდვილად ყველაფერი გაკეთდა, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა და გაკეთდება ყველაფერი, რაც იქნება საჭირო შემდეგ ეტაპზე. მთავარია, რომ ეს მძიმე პერიოდი გადავლახოთ, სადაც ჯერ პროგნოზი არის მძიმე,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები