“ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე, ყველა კითხვას პასუხი გაეცემა” – არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მომხდარ ფაქტზე სამართალდამცველებისგან სწრაფი რეაგირება მოხდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ექიმებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა:

„იმედი მაქვს, რომ ის მალე გამოჯანმრთელდება. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ექიმებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს გუშინ და მაღალპროფესიონალური დახმარება აღმოუჩინეს ბატონ ცოტნეს. დიდი იმედი გვაქვს, ის მალე გამოჯანმრთელდება. დაწყებულია გამოძიება, სამართალდამცველების მხრიდან ფაქტებთან დაკავშირებით ძალიან სწრაფი რეაგირება იყო. როდესაც ყველა გარემოება იქნება შესწავლილი, უკვე გამოძიება გასცემს კითხვებზე პასუხს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

​საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია, გუშინ, 19 დეკემბერს დაჭრეს.

შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

მსგავსი თემები