გულ-მკერდის ღრუს შემავალი ჭრილობები, სერიოზული სიმძიმე – ცოტნე გამსახურდიას, შესაძლოა, მეორე ოპერაციაც დასჭირდეს

  •  

ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა მძიმეა. ოპერაციის დასრულების შემდეგ, ქირურგმა პირველი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მას მიღებული აქვს სერიოზული ჭრილობები, მდგომარეობა მძიმეა. 

მე-9 საავადმყოფოს ქირურგის ინფორმაციით, მას ახლა კომპიუტერული ტომოგრაფია უტარდება თავის ქალაზე, რის შედეგადაც გადაწყდება, საჭიროებს თუ არა პაციენტი დამატებით ჩარევას. ექიმის თქმით, სისხლდენა შეჩერებულია, პაციენტს სუნთქვის პროტეზირება უტარდება. 

„პაციენტი მოყვანილია პოლიტრავმით, მრავლობითი დაზიანებებით, (გულ-მკერდის მარცხენა ნახევარი) მარცხენა ფილტვის ზედა წილის დაზიანებით, ზურგის მიდამოში ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობით. ასევე აღენიშნება თავის თხემის მიდამოში 4 ჭრილობა – ნაკვეთი და დაჟეჟილი ჭრილობები“, – განაცხადა ექიმმა. 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი დღეს საღამოს, ვერაზე, საკუთარ სახლთან დაჭრეს.

მსგავსი თემები