სასამართლომ გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს პატიმრობა შეუფარდა, პროცესი საავადმყოფოში გაიმართა

15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის საქმის გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის სასამართლო პროცესი ამ წუთებში დასრულდა. დაცვის მხარის შუამდგომლობით, სასამართლო პროცესი საავადმყოფოში გაიმართა, სადაც გამომძიებელია გადაყვანილი.

პროცესის დასრულების შემდეგ, საქმის პროკურორმა მედიასთან განცხადება გააკეთა და ბრალდებულთა რიცხვის გაზრდა არ გამორიცხა.

ლევან ქუთათელაძის თქმით, სასამართლოზე წარდგენილი იყო შესაბამისი მტკიცებულებები, რაც დაკავებულის ბრალეულობას ადასტურებს. 

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 თებერვალს ჩაინიშნა.  პროკურორის თქმით, ამ ვადამდე სახელმწიფო ინსპექტორი მასშტაბურ, სრულყოფილ გამოძიებას ჩაატარებს, რაც ობიექტური შეჭმარიტების დადგენისკენ იქნება მიმართული. 

მისივე თქმით, თუ ამ პერიოდის განმავლობაში გამოიკვეთება დამატებით ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი, პროკურატურა სისხლის სამართლებრივ დევნას დაიწყებს, განურჩევლად ბრალდებულის რანგისა. 

შეგახსენებთ, 17 დეკემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მარიანა ჩოლოიანის დაკავების შესახებ განცხადება გაკეთდა, რის შემდეგაც ჩოლოიანი, რომელიც 15 წლის მოზარდის საქმეზე დააკავეს, შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მსგავსი თემები