არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს

მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხზე სპეციალური შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრაში მონაწილეობენ შინაგან საქმეთა, ჯანდაცვის, განათლების და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე ფსიქოლოგები და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ამ საკითხებზე წლების განმავლობაში მუშაობენ.

შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნათია მეზვრიშვილი ხელმძღვანელობს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ინიციატივით შეიქმნა. 

მსგავსი თემები