ევროკავშირმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები ექვსი თვით გაუხანგრძლივა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები ექვსი თვით, 2020 წლის 31 ივლისამდე გაახანგრძლივა. 

ევროპის კავშირის საბჭოს ცნობით, ევროპის კავშირის საბჭოს წევრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივების საკითხი 9 დეკემბერს, პარიზში გამართული ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრის დასრულების შემდეგ განიხილეს.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროპის კავშირის საბჭო უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.

მსგავსი თემები