საქართველოს პარლამენტმა საპროკურორო საბჭოს წევრად რევაზ მიქაბერიძე აირჩია

  •  

80 ხმით არც ერთის წინააღმდეგ – საქართველოს პარლამენტმა საპროკურორო საბჭოს წევრად რევაზ მიქაბერიძე აირჩია.  მეორე შერჩეულმა კანდიდატმა, თეა ხამხაძემ საკანონმდებლო ორგანოს წერილობით მიმართა და საკუთარი კანდიდატურის მოხსნა ითხოვა.

პარლამენტში საპროკურორო საბჭოს წევრების კენჭისყრა 13 დეკემბერს იყო დაგეგმილი, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მოთხოვნით გადაიდო. მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ პოლიტიკური ვითარების გამო კანდიდატების გაცნობა ვერ მოხერხდა და კოლეგებს დამატებითი კონსულტაციები შესთავაზა.

საპროკურორო საბჭოს ორი წევრის ასარჩევად საქართველოს პარლამენტის მიერ კონკურსი 2019 წლის 31 ოქტომბრიდან გამოცხადდა.

მსგავსი თემები