ერთი დაღუპული და 14 დაშავებული – ავარია კახეთის გზატკეცილზე

თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, სატვირთო მანქანა და ყვითელი მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა.  მომხდარის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა.

ავარიასთან დაკავშირებით კომპანია “თბილისის მიკროავტობუსი” საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

“კახეთის გზატკეცილზე მოძრავი მგზავრებით დატვირთული სამარშუტო ტაქსი ხაზის ნომრით 82, წინასწარი ვერსიით, უკან სვლით მომავალ სამშენებლო მასალით დატვირთულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი მგზავრი, ხოლო უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი და მეორე მგზავრი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა სამედიცინო დაწესებულებაში. დაშავებულია კიდევ რამდენიმე მგზავრი რომელთა მდგომარეობა სტაბილურია. მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება,” – აღნიშნულია განცხადებაში.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი თემები