პუტინი რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობას მიზანშეწონილად მიიჩნევს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო გზის მშენებლობაზე ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ჟურნალისტმა შეკითხვა მას იმ ახალი გზის მშენებლობაზე დაუსვა, რომელიც ჩეჩნეთს საქართველოსთან დააკავშირებს.

პუტინი მიიჩნევს, რომ გზა საჭიროა, თუმცა აცხადებს, რომ მისი მშენებლობის პრაქტიკული გეგმა ჯერ არ განიხილება. 

“საქართველოსთან მიმოსვლის პრობლემები ნამდვილად არსებობს, განსაკუთრებით ზამთარში, როდესაც დიდთოვლობაა. ჩვენ ეს ყველაფერი ვიცით, ახალი გზა კარგი იდეაა, მაგრამ ტრანსპორტის სამინისტროს პრაქტიკულ გეგმებში ის ჯერ არ შედის, გავიმეორებ, რომ იდეა ცნობილია, რეალიზებადია, მისი რეალიზება მიზანშეწონილია,”-განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. 

შეგახსენებთ, რომ ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობა სურს და ამ გზას ეკონომიკური დატვირთვა აქვს. 

მსგავსი თემები