“სიტუაცია რთულია “მწვანე სკოლის” მოსწავლეებისთვის, ვიზრუნოთ ამ ბავშვებზეც” – ფსიქოთერაპევტი

„არ არის აუცილებელი კონკრეტულად ადამიანს დაემართოს რაიმე, რომ იყოს ტრავმირებული. ადამიანი როდესაც სხვის ტრაგედიას ხედავს, ესეც შეიძლება მისთვის ტრავმის შემცველი იყოს,“ – ამის შესახებ კავკასიის გეშტალტთერაპიის და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა ბარბარე ჭკუასელმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

ფსიქოთერაპევტის განმარტებით, თბილისის „მწვენე სკოლის“ მოსწავლეები, ვის ირგვლივაც ტრაგიკული მოვლენა განვითარდა, ახლა განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან და მათ მხარდაჭერა სჭირდებათ:

„პირობითად, როდესაც ტრავმაზე ვსაუბრობთ, არ არის აუცილებელი კონკრეტულად ადამიანს დაემართოს რაიმე, რომ ტრავმირებული იყოს. ადამიანი როდესაც სხვის ტრაგედიას ხედავს, ესეც შეიძლება მისთვის ტრავმის შემცველი იყოს. აქედან გამომდინარე, მოდით, რაღაცნაირად ვიზრუნოთ ამ ბავშვებზეც, რომლებიც ამ სკოლის მოსწავლეები არიან, რადგან ეს ფაქტი მათთვის არის ძალიან რთულად გადასალახი, გადასამუშავებელი, რადგან ტრაგედია მოხდა, ფაქტობრივად, მათ თვალწინ. ასე ვთქვათ, ბრძოლის ველზე იყვნენ ეს ბავშვები და პირველ ხაზზე იდგნენ, როდესაც ეს ყველაფერი ხდებოდა. სიტუაცია ძალიან რთულია მათთვის, და ვიფიქროთ, როგორ დავუჭიროთ მხარი. განსაკუთრებით რთული იქნება მისი ყოფილ კლასელებისა და მეგობრებისთვის, ვისთვისაც ყველაზე დიდი ტრაგედია იყო ეს ამბავი, ოჯახის შემდეგ,“ – განაცხადა ბარბარე ჭკუასელმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები