“ნუ მოვუწოდებთ ბავშვებს ნიჰილიზმისკენ, ნუ ვაშინებთ მომავლით, ნუ ვეუბნებით, რომ ცხოვრება საშინელია, ეს ძალიან სახიფათო გზავნილია” – არჩილ თალაკვაძე

  •  

“გაუცხოების, სულიერი ფასეულობების ჩანაცვლების გამო, რომელსაც ადგილი აქვს თანამედროვეობაში, უყურადღებოდ რჩებიან მოზარდები, რომელთაც შესაძლოა, დახმარება სჭირდებათ,” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პარლამნეტის ბიურის სხდომის დაწყების წინ განაცხადა, რითაც  15 წლის ლუკა სირაძის ტრაგიკულ გარდაცვალებას გამოეხმაურა.

პარლამნეტის თავმჯდომარემ საზოგადოებას მოუწოდა, მოზარდებს ნიჰილიზმისკენ ნუ მოუწოდებენ. მისივე განცხადებით,  მიუხედავად იმისა, რომ ყველას აქვს პროტესტის გამოხატვის უფლება, მიმდინარე კამპანია არის ძალიან სახიფათო.

“ყურადღება მინდა გავამახვილო იმ საინფორმაციო კამპანიაზე, რომელიც მიმდინარეობს ამ შემთხვევის გარშემო და კიდევ ერთხელ მივმართო ჩვენს თანამოქალქეებს, რომელიც აორგანიზებდნენ პროტესტის ძირითად აქტივობებს. ნუ მოვუწოდებთ ბავშვებს ნიჰილიზმისკენ, ნუ  ვაშინებთ ბავშვებს მომავლით, ნუ ვეუბნებით, რომ ცხოვრება არის საშინელი. ეს არის ძალიან სახიფათო გზავნილი და მითუმეტეს, როცა ამ გზავნილს იმეორებენ უფროსები, ადამიანები, ვისიც სჯერათ ბავშვებს. ვეუბნებით ბავშვებს, რომ ცხოვრება არის საშინელი და ვეუბნებით, რომ საზოგადოებაში, ამ ქვეყანაში პრაქტიკულად პოზიტივის ადგილი არ არის, მათი ადგილიც არ არის. ეს არის ცალსახად არასწორი გზავნილი და ყველანი უნდა დავფიქრდეთ, სანამ ასეთი ტიპის კამპანიას დავგეგმავთ. ამის პოპულარიზაციით, სუიციდის ფაქტების პოპულარიზაციით, სამწუხაროდ სხვა მოზარდებიც და ადამიანებიც ინტერესდებიან და იმეორებენ ქცევას, რომელიც ჩვენთვის მიუღებელია.

გთხოვთ, რომ გავაკეთოთ პირიქით, მეტი იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა და ბავშვებმა დადებით გარემოში იცხოვრონ, მივცეთ მათ მეტი ოპტიმიზმი, მივცეთ სწორი შეფასებები და ვუთხრათ, როგორია უკეთესი სამყარო, როგორია უკეთესი სკოლა, საზოგადება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის, რომ ჩვენმა და ყველას შვილებმა, ბავშვებმა იცხოვრონ უფრო ბედნიერ და პოზიტიურ გარემოში, ყოველ დილით ხალისით წავიდნენ სკოლაში,” – განაცხადა არცილ თალაკვაძემ.

მსგავსი თემები