„სკოლები დაცლილია ღირებულებებისგან, ავტორიტეტების ძიება კი სხვაგან, ქუჩაში ხდება“  – განათლების მკვლევარი

  •  

„სკოლები დაცლილია ღირებულებებისგან, თანამშრომლობისგან და დაცლილია ადამიანებისგან, რომლებიც ბავშვებისთვის იქნებიან ავტორიტეტები,  იქნებიან ადამიანები, რომლებსაც მოსწავლეები ენდობიან გაჭირვების დროს. სწორედ ეს არის დღეს ყველაზე დიდი პრობლემა“ – ეს განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ განათლების მკვლევარმა რევაზ აფხაზავამ გააკეთა.

როგორც მკვლევარი აღნიშნავს, როცა სკოლაში ავტორიტეტი არ არსებობს, შევსება ალტერნატიული ავტორიტეტებით ხდება.

„სწორედ ეს არის დღეს მთავარი პრობლემა, რომ ნდობის და ურთიერთობის დეფიციტი გაჩნდა სკოლაში მასწავლეებსა და მოსწავლებებს შორის. გარკვეული გაუცხოებაა. არ არსებობს  ერთი, კონკრეტული მიზეზი. როდესაც არ გყავს სკოლაში ავტორიტეტული ადამიანი, რომლსაც შეგიძლია ესაუბრო საკუთარი პრობლემის შესახებ, მაშინ ხდება ამის შევსება ალტერნატიული ავტორიტეტებით, როგორიცაა ქუჩის ავტორიტეტები და ა.შ.  როდესაც  არავისთან გაქვს მისასვლელი, ხდება ასეთი ტიპის ფატალური, უიმედობის გაჩენა მოსწავლეებში“, – განაცხადა რევაზ აფხაზავამ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები