“მაპატიე შვილო” – “მწვანე სკოლის” დირექტორი გარდაცვლილ მოზარდს

  •  

“მწვანე სკოლის” დირექტორი კახა დავითური სოციალურ ქსელში, გარდაცვლილ არასრულწლოვანს მიმართავს და პატიებას სთხოვს:


“ალბათ ვერ ვიდექი კარგად უფსკრულის პირას და გადამივარდი. მაპატიე, შვილო…” – წერს “მწვანე სკოლის” დირექტორი

თბილისის „მწვანე სკოლის“ დირექტორი კახა დავითური მათი სკოლის ყოფილი მოსწავლის, 15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოხატავს და აცხადებს, რომ ამ მძიმე ფაქტის შემდეგ სიტყვები უძლურია.

როგორც სკოლის დირექტორი აცხადებს, გამოძიების დასრულებას დაელოდება.

შეუძლებელია, ამ უმძიმეს წუთებში ნუგეშის სიტყვების გამოძებნა. ვუსამძიმრებთ ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს ამ ენით აღუწერელი ტრაგედიის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ლუკა მხოლოდ რამდენიმე თვე სწავლობდა ჩვენს სკოლაში, მასთან მეგობრობა და ემოციური ბმა აკავშირებს მის ყოფილ თანაკლასელებს და მასწავლებლებს და ყველას, ვინც მას იცნობდა. ამ ამბავმა შეგვძრა. ჩვენი სკოლა გლოვობს ლუკას გარდაცვალებას“, – აცხადებს კახა დავითური.

შეგახსენებთ, რომ 15 წლის ლუკა სირაძეს გული გაუჩერდა. ის სიკვდილს რამდენიმე დღე ებრძოდა. მიზეზი კი თვითმკვლელობის მცდელობა გახდა, კერძოდ, მოზარდი მაღალი სართულიდან გადმოხტა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელობის მიზეზი, სავარაუდო ძალადობა გახდა, რომელიც მოზარდზე გამომძიებელზე განახორციელა.

მსგავსი თემები