“ეს არის სისტემური ხარვეზი” – ეკა ტიკარიძე მოზარდის გარდაცვალებაზე

ლუკა სირაძის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა შესაბამის სამინისტროებს მიმართა და არასრულწლოვანზე მორგებული საგამოძიებო გარემოს შესაქმნელად, სისტემური ხარვეზების აღმოსაფხვრელად და კონკრეტული გეგმის შესამუშავებლად კონრეტული ვადა მისცა.

პრემიერის ინიციატივას ჯანდაცვის მინისტრი ეკა ტიკარაძე გამოეხმაურა:

“ჩემთვის ეს ნამდვილად იყო ემოციური, ვინაიდან მე ვარ მოზარდის დედა. ჩემი შვილიც რა თქმა უნდა, ემოციურია ამ ფაქტის მიმართ. აუცილებლად ვითანამშრომლებ. მივიჩნევ, რომ ეს არის სისტემური ხარვეზი. არ შეიძლება პასუხისმგებლობა დავაკისროთ მხოლოდ ერთ პირს, ჩვენ უნდა მივუდგეთ ამას სისტემურად. ეს არის ერის ტრაგედია. ამ შემთხვევაში არ არსებობს მთავრობის გუნდი და ოპოზიციის გუნდი, ჩვენ სისტემის წინააღმდეგ ერთად უნდა გავერთიანდეთ,” – აღნიშნა ეკა ტიკარაძემ.

მსგავსი თემები