ბათუმში, მოქალაქემ პოლიციელი დაჭრა

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მოქალაქემ საპატრულო პოლიციის მანქანა გაააჩერა და პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრა.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ პოლიციელს ჭრილობა კისრის არეში აქვს მიყენებული, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლის დაჭრის ფაქტს ადასტურებენ შსს-ში.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის კონსტანტინე ანანიაშვილის განცხადებით, საპატრულო ეკიპაჟი მოძრაობის დროს მოქალაქემ გააჩერა და მოულდნელად ცივი იარაღით დაჭრა. მისივე ინფორმაციით, მეწყვილემ აღნიშნული მოქალაქე ადგილზე დააკავა.

“მოგახსენებთ ქალაქ ბათუმში საპატრულო ეკიპაჟი მოძრაობის დროს, გააჩერა მოქალაქემ. პატრულ-ინსპექტორი გადმოვიდა მანქანიდან, მას ცივი იარაღით მოულოდნელად ჭრილობა მიაყენა მოქალაქემ, რომელიც მეწყვილეს მიერ ადგილზე იქნა დაკავებული. ამ ეტაპისთვის სხვა დეტალებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ვისაუბრებთ”, – განაცხადა კონსტანტინე ანანიაშვილილმა

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციაზე ან ხელისუფლების წევრზე თავდასხმას გულისხმობს.

მსგავსი თემები