თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 დეკემბერს პარლამენტთან აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული ხუთი პირი დააჯარიმა, ერთს კი, სიტყვიერი შენიშვნა მისცა.
კერძოდ, „ახალი საქართველოს“ ლიდერ გიორგი ვაშაძეს 2000-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა შეეფარდა. ზურაბ კოსტავა 1500 ლარით დაჯარიმდა, გიორგი ბუნტურს 2500-ლარიანი ჯარიმა განესაზღვრა, ირაკლი ჯუღელს 1500 ლარიანი, ირაკლი კუპრაძეს კი 1500-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა, ნოდარ ბრეგვაძეს სიტყვიერი შენიშვნა მიეცა.
აღნიშნული პირები საქართველოს პარლამენტთან 12 დეკემბერს დაპირისპირებისას ადმინისტრაციული წესით დააკავეს.