“ბიჭებო, თქვენთან მოდის კაცი და აბა თქვენ იცით, როგორ დახვდებით!” – ზაზა სარალიძე

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში 15 წლის გარდაცვლილი ლუკა სირაძის ძველ სტატუსს აზიარებს და გარდაცვლილი დავით სარალიძეს და ლევან დადუნაშვილს მიმართავს, იმქვეყნად, ღირსეულად დახვდნენ მას.

“ბიჭებო, თქვენთან მოდის კაცი და აბა თქვენ იცით, როგორ დახვდებით!”, – წერს ზაზა სარალიძე.

შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. “მწვანე სკოლის” ყოფილმა მოსწავლემ თვითმკვლელობა 12 დეკემბერს, მას შემდეგ სცადა, რაც “მწვანე სკოლაში” მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაიკითხა.

მსგავსი თემები