“ადგილი ჰქონდა არასრულწლოვნებზე ზეწოლას და ჩვენების მიცემის იძულებას”- ნინო ლომჯარია

“სახეზეა ნიშნები, რომ დარღვეული იყო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კანონმდებლობა, ადგილი ჰონდა არასრულწლოვნებზე ზეწოლას და ჩვენების მიცემის იძულებას,” – ეს განცხადება სახალხო დამცველმა, სახელმწიფო ინსპექტორთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, გამოკითხვა სავარაუდოდ, ღამის საათებში ჩატარდა, რაც ასევე არღვევს კანონმდებლობას.

“საეჭვოა დრო და გამოკითხვის ხანგრძლივობაც. გამოკითხვა სავარაუდოდ ღამის საათებში ჩატარდა, რაც არღვევს კანონმდებლობას. არ მინდა დეტალებში შევიდე, მაგრამ მთელი რიგი გარემოებები იკვეთება, რაც მიანიშნებს, რომ არ იყო ძალადობისაგან თუ ფსიქოლოგიური იძულებისგან თავისუფალი გარემო. პოლიციაში გამოკითხვის დროს არასრულწლოვანთა დაპირისპირებაც მოხდა, რაც დამატებით სტრესი იყო”, – აცხადებს სახალხო დამცველი.

ამასთან, სახალხო დამცველის თქმით, პირები, რომლებიც დაიკითხნენ პოლიციის განყოფილებაში, არ იყვნენ ინფორმირებული, რომ იყო ნებაყოფლობითი გამოკითხვა.

„როდესაც ვსაუბრობ არასრულწლოვნებზე, ვგულისხმობ ლუკასაც და სხვა ბავშვებსაც, რომლებიც გამოკითხეს პოლიციაში და, რომელთა მიმართაც დაირღვა კანონმდებლობის მოთხოვნები. ვფიქრობ, ეს იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა და იძულება, რამაც მათ ტრავმა მიაყენა. ეს იყო ნებაყოფლობითი გამოკითხვა, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, რაც მივიღე ინსპექტორის აპარატში, არც არასრულწლოვანი, არც მისი კანონიერი წარმომადგენელი და არც სხვა არასრულწლოვნები ინფორმირებული არ იყვნენ. მათი ქცევა მიანიშნებს, რომ მათ ეგონათ, ეს იყო სავალდებულო და უნდა მიეცათ ჩვენება პოლიციისთვის“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

მსგავსი თემები