15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო, პრეზიდენტმა ყველა საზეიმო ღონისძიება გააუქმა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ყველა საზეიმო ღონისძიება გააუქმა, რაც ეხება საზოგადოებრივი ჯგუფებისათვის ორბელიანების სასახლეში დაგეგმილ მიღებებს, იგი შეხვედრების ფორმატში ჩატარდება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საზეიმო ღონისძიების გაუქმება 15 წლის მოზარდის გარდაცვალებას უკავშირდება.

„სწორედ შეცვლილი ფორმატით გაიმართა დღეს ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტისა და  წარმატებული სპორტსმენების შეხვედრა. შეხვედრის დასაწყისში პრეზიდენტმა 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და წუთიერი დუმილით პატივი მიაგო გარდაცვლილი ახალგაზრდის ხსოვნას“,- აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

მსგავსი თემები