ქართველი პედაგოგის და ფსიქოლოგის შალვა ამონაშვილის განცხადებით, ხშირად მშობლები და მასწავლებლები მიიჩნევენ, რომ სკოლაში ბავშვის კარგი მოსწრება და გაკვეთილების სწავლა, იგივეა რაც მისი განვითარება.
პედაგოგის და ფსიქოლოგის თქმით, ბავშვის შესაძლებლობები უსაზღვროა და უნდა ვეცადოთ არ შევზღუდოთ. შალვა ამონაშვილის განმარტებით, ბავშვის პირველი მასწავლებლები მშობლები არიან და არა ის პედაგოგები, რომელიც მათ სკოლაში ხვდებათ.
„პირველი მასწავლებელი ის კი არაა ვინც პირველ კლასში მიიღებს ბავშვს. მშობლები არიან პირველი მასწავლებლები შვილისა. მასწავლებლის და მშობლის მთავარი ამოცანაა ბავშვის განვითარება. თუ ბავშვს მასწავლებელი არ უყვარს სწავლა ძალიან ძნელია. ბევრს ჰგონია რომ თუ ბავშვმა ბევრი იცის, ის განვითარებულია. მათემატიკა იცის, ლექსები იცის, კარგად მეტყველებს, მაშ რაა განვითარება? ბევრს ჰქონია რომ სწავლით მიიღწევა განვითარება. ბავშვი უსაზღვროა თავის შესაძლებლობებში და უნდა ვეძებოთ ის გზა, რომ მისი უსაზღვროება არ ჩავკეტოთ“, – განაცხადა პედაგოგმა და ფისქოლოგმა შალვა ამონაშვილმა.