“სულ დაეწვათ ეს სკოლა…” – “მწვანე სკოლის” დირექტორი

“რომ მცოდნოდა ასე დამთავრდებოდა ეს ამბავი, სულ დაეწვათ ეს სკოლა, არ გამოვიძახებდი პატრულს,” – ამის შესახებ ჟურნალისტებთან თბილისის “მწვანე სკოლის” დირექტორმა კახა დავითულმა განაცხადა.

მისი თქმით, როცა უცხო ადამიანი შევა სკოლის ტერიტორიაზე და აზიანებს მას, სკოლას აქვს ვალდებულება, პატრული გამოიძახოს:

“თუ იმას გულისხმობთ, რომ 112-ში დავრეკეთ, როდესაც ჩვენ ვნახეთ დაზიანებული სკოლა და უცხო ადამიანი სკოლის ტერიტორიაზე შემოსული, ვალდებულება გვქონდა პატრულისთვის დაგვერეკა. მე რომ მცოდნოდა ასე დამთავრდებოდა ეს ამბავი, სულ დაეწვათ ეს სკოლა, არ გამოვიძახებდი პატრულს, მაგრამ მე არ მინდა დემონიზება იმის, რომ რაღაც ინციდენტის შედეგად ჩვენ არ გამოვუძახოთ 112-ს,”- განაცხადა კახა დავითულმა.

მსგავსი თემები