“თუ ჩემმა ლაპარაკმა ვინმე დააზიანა, მზად ვარ, საერთოდ ჩამოვშორდე ყველაფერს” – ერეკლე კუხიანიძე

“ვნანობ. ყველაფერი ითქვა დღეს, იყო ბოდიშიც, ოჯახთანაც გავარკვევ ყველაფერს”, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა, ერეკლე კუხიანიძემ განაცხადა.

როგორც კუხიანიძე ამბობს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით მისმა საუბარმა თუ ვინმე დააზიანა, მზად არის ყველაფერს ჩამოშორდეს.

„ვინ ვის ბოდიშს მოუხდის, ვინ როდის გადადგება, ეს იმდენად უმნიშვნელო რაღაცებია და იმდენად სერიოზული საკითხები დგას დღეს, ეს არაფერს იძლევა. ყველაფერი ითქვა დღეს, ბოდიშიც იყო. ვნანობ. ბოდიშს არ იხდის ის ადამიანი, თუ რაღაცას არ ნანობს.

ძალიან მარტივად ხდება ადამიანებს შორის ურთიერთობის დალაგება, ოჯახთანაც და ყველასთან გავარკვევ ყველაფერს. გაცილებით მნიშვნელოვანი რაღაცებია, რომ ეს ფსიქოზი დამთავრდეს და ამის დამთავრება არავის არ აწყობს. როგორც ჩანს, გაცილებით მნიშვნელოვანია რაღაცა აჟიოტაჟი შექმნა, ვიდრე ამაზე მოხდეს მსჯელობა, ლაპარაკი და ჩვენი ქვეყნის გამოყვანა იმ კატასტროფული მდგომარეობიდან, რომელშიც არის, იმ „ნაციონალური“ ნარატივიდან. ჩვენი ამერიკელი მეგობრები გვეუბნებიან, რომ უნდა დავალაგოთ ურთიერთობა რუსეთთან, ყველა მაგას გვეუბნება, მთელი დასავლეთი, ჩვენ კიდევ ვქმნით ურაპატრიოტულ განწყობას, როცა გვეუბნებიან, რომ არ გააკეთოთ ისეთი რაღაც, რომელიც გამოიწვევს ურთიერთობის გაუარესებას. ამაზე უნდა ვიფიქროთ და არა იმაზე, ერეკლე კუხიანიძე ბოდიშს მოიხდის თუ არა. ეს უკვე ითქვა. თუ ჩემმა ლაპარაკმა ვინმე დააზიანა, მზად ვარ, საერთოდ ჩამოვშორდე ყველაფერს. ეს არ არის მთავარი, მთავარია გამოსავლის მოძებნა“, – განაცხადა ერეკლე კუხიანიძემ.

თბილისის საკრებულოს წევრმა ერეკლე კუხიანიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა.

https://mcm.ge/მთელი-ოჯახი-იდიოტები-ხარ/


მსგავსი თემები