ოპოზიცია ხუთშაბათს პარლამენტის პიკეტირებას აანონსებს

ოპოზიცია ხუთშაბათს, პარლამენტის წინ აქციას აანონსებს.

როგორც ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალური მდივანი გიგი უგულავა აცხადებს, ხუთშაბათს საკანონმდებლო ორგანოს პიკეტი მოხდება.

“ამ კვირას ჩანიშნულია პარლამენტის რიგგარეშე სხდომები და ჩვენ ვაპირებთ ხუთშაბათს მოვაწყოთ პიკეტი და არ მივცეთ შესაძლებლობა ამ ადამიანებს მზაკვრული საქმეების კეთების. პარასკევს ჩანიშნულია მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი. შაბათ-კვირას კი გაიმართება მანიფესტაციები ზუგდიდსა და ბათუმში,” – განაცხადა გიგი უგულავამ.

მსგავსი თემები