მინისტრთა კაბინეტი შენარჩუნებულია – სხდომაზე სამთავრობო ცვლილები არც განუხილავთ  

„სამთავრობო ცვლილებები განხილული არ ყოფილა“ – აცხადებს არჩილ თალაკვაძე. „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა დაახლოებით 4 საათი გაგრძელდა და მთავარი თემა მოსახლეობის გამოწვევები და კეთილდღეობა იყო.

როგორც შეხვედრიდან გამოსული დეპუტატები და მინისტრები აცხადებენ, უმრავლესობის სხდომაზე ყველა მიმდინარე საკითხი განიხილეს მინისტრთა კაბინეტის ცვლილებების გარდა.

„სამთავრობო ცვლილებები განხილული არ ყოფილა. ვიმსჯელეთ მიმდინარე საკითხებზე. ასევე, გაეროს ეგიდით ჩატარებული კვლევის ძირითად შედეგებზე და ამ შედეგებთან დაკავშირებით იყო განხილული მთელი რიგი საკითხები. ჩვენი მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ დგას იმ პრობლემების წინაშე, რაშიც ხელისუფლებისა და მთავრობის მოქმედების გეგმაა საჭირო. ჩვენ ველოდებით კონკრეტულ სამოქმედო გეგმას იმ შედეგებთან დაკავშირებით, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობას უკავშირდება. განვიხილეთ ყველა მიმდინარე საკითხი და მოვლენები. სამთავრობო ცვლილებები კი  უმრავლესობის სხდომის დღის წესრიგში არ ყოფილა,“ –  განაცხადა არჩილ თალაკვაძემ სხდომის დასრულების შემდეგ.

მსგავსი თემები