პროექტი „ჩვენი ჯარი“ სკოლებში დაიწყო

თავდაცვის სამინისტრომ, განათლების სამინისტროსთან ერთად მასშტაბური პროექტის – „ჩვენი ჯარი“ განხორციელება დაიწყო. პროექტის პრეზენტაცია დღეს, თბილისის 175-ე საჯარო სკოლაში გაიმართა.
პროექტის ფარგლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები მთელი ქვეყნის მასშტაბით მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეებს ეტაპობრივად შეხვდებიან და საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიის, მიზნებისა და ამოცანების, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების, ნატო-საქართველოს ურთიერთობების, სავალდებულო და საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის, რეზერვისა და მობილიზაციის კონცეფციის, საერთაშორისო მისიებსა და სწავლებებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციებს მიაწვდიან.
პროექტი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გახსნა. ლევან იზორიამ პროექტის მნიშვნელობასა და მიზნებზე ისაუბრა და მოსწავლეების კითხვებს უპასუხა. მოზარდებს სიტყვით მიმართეს განათლების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და შეარაღებული ძალების გენარალური შტაბის უფროსმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამაც. პრეზენტაცია კითხვა-პასუხის ფორმატით დასრულდა.

მსგავსი თემები