„ჩვენ ტყვე გვყავს გამოსახსნელი საპყრობილიდან“ – ვაჟა ექიმის მეუღლე „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„იმდენად არაორდინალურ სიტუაციაში აღმოჩნდით ყველანი, რომ ძალიან მძიმეა ეს ოჯახისთვის. როგორც ფიზიკურად ასევე ფსიქოლოგიურად ძალიან დიდი წნეხია ეს ჩვენთვის. გარდა იმისა, რომ წნეხია როგორც საზოგადოებრივი აზრის ყველანაირი გათვალისწინება, ასევე, ჩვენ ტყვე გვყავს გამოსახსნელი საპყრობილედან. ამისთვის ვმუშაობთ“ – ეს განცხადება საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული ექიმის მეუღლემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

როგორც თამილა ლაფანაშვილმა აღნიშნა,  პირდაპირი კომუნიკაცია არც რუსეთთან არსებობს და არც ცხინვალთან და ეს საქმეს კიდევ უფრო ართულებს.

„საერთაშორისო ორგანიზაციები ჩართულები არიან საქმეში. პირდაპირი კომუნიკაცია არც რუსეთთან და არც ცხინვალის რეგიონთან არ არსებობს, აბსოლუტურად დახურულია ეს არხები. ამიტომ ჩვენ გვჭირდება საერთშორისო ორგანიზაციების გაძლიერება, რომ მათ მოახდინონ ზეწოლა. ისინი პირველივე დღიდანვე არიან ჩართულები. საქმეში, ჩვენ გვინდა შედეგი. ყველას საქმეს აგვირგვინებს შედეგი“ – განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.

მისივე შეფასებით, ურთულესია, როცა პატიმარი იქ არის, სადაც შესვლა, კომუნიკაცია, კავშირი, მონახულება გამორიცხულია.

„მძიმეა, როდესაც პატიმარი გყავს ოჯახში. მაგრამ, როდესაც შენს ქალაქში და შენს სამშობლოსი გყავს პატიმარი, იმას მიხედავ, მოინახულებ, ან ტელეფონზე დაგირეკავს. ახლა, წარმოიდგინეთ, რომ არის ტყვეობაში ადამიანი, რომელთანაც არანაირი კომუნიკაცია არ გვაქვს. ამჯერად, ადამიანზეა საუბარი, რომლის ყოველი წუთი და წამი გატარებული ციხეში, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას აზიანებს. გვაქვს უამრავი სამწუხარო მაგალითები ამიტომ გვინდა, რომ სწრაფად დამთავრდეს და მოხდეს ვაჟას გათავისუფლება“ – განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

https://mcm.ge/%e1%83%93%e1%83%90%e1%83%99%e1%83%90%e1%83%95%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9f%e1%83%90-%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b/

მსგავსი თემები