„საკანონმდებლო,  საკადრო თუ პოლიტიკური გადაწყვეტილებები ჩვენთვის მეორე ხარისხოვანია“ – არჩილ თალაკვაძე

საპარლამენტო უმრავლესობა ამ ეტაპზე ცვლილებების საჭიროებასა და მითუმეტეს,  განხილვას არ ადასტურებს და ცალსახად აცხადებს, რომ მათთვის  საკადრო გადაწყვეტილებები მეორე ხარისხოვანია.

„ჩვენთვის პრიორიტეტულია იმ პირობებისა და ამოცანების შესრულება, რომელიც საზოგადოებამ დაგვისახა. ამ პროცეში, გადაწყვეტილებები, რომელიც იქნება საკანონმდებლო, საკადრო თუ პოლიტიკური,  ჩვენთვის მეორე ხარისხოვანია. თუ ეს საჭირო გახდება, ჩვენს გუნდში გადაწყვეტილებებზე მსჯელობის პრობლემა არასდროს ყოფილა“ – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.

მსგავსი თემები