„თუ არ შეიწყალებენ, ეს იქნება ბინძური გარიგება ხელისუფლებას, პრეზიდენტსა და საპატრიარქოს შორის“ – მეუფე პეტრე (ექსკლუზივი)

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ცაავა „მედიაცენტრ მთავარს“ მამა გიორგის შეწყალებასთან დაკავშირებით ესაუბრა და არ გამორიცხა, პრეზიდენტის აპარატს, ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის გარკვეულ გარიგებას ჰქონდეს ადგილი.

როგორც მეუფე პეტრემ „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აღნიშნა, თუ ასე არ არის, შეწყალება საახალწლოდ უნდა მოხდეს.

„ყველაფერი ღვთის ნებაა. მოლოდინი ისაა, რომ პირველ რიგში, ვამხილოთ ეს ბინძური გარიგება. თუ მამა გიორგის საახალწლოდ არ შეიწყალებენ, გამოდის, რომ ხელისუფლების, პრეზიდენტის აპარატსა და საპატრიარქოს შორის გარკვეული გარიგება ყოფილა და უნდა ვამხილოთ. მამა გიორგი ბინძური შეთანხმების მსხვერპლი გახდა  ციანიდით ხელში. მთელი ხელისუფლების აპარატი, მთავრობის წარმომადგენელი, მათ შორის გენერალური პროკურორი  გამოდიოდა და ამბობდა, რომ სასულიერო იერარქიის მკვლელობა იგეგმებოდა და მაღალი სასულიერო იერარქი ქალბატონი აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა და დანაშაული“ – განაცხადა მეუფე პეტრემ „მედიაცენტრ მთავართან“.  

ის იმედს იტოვებს, რომ სამართლიანობა იზეიმებს,  საქართველო და ქართველი ერის ჯანსაღი ნაწილი თავის სათქმელს იტყვის და  ჩამოირეცხავს ამ უწმინდურობას ერისა და ბერისაგან.

მსგავსი თემები