წვიმის შედეგად ავლაბარში შენობის კედელი ჩამოინგრა და ტურისტის ავტომობილი დააზიანა

​თბილისის ისნის რაიონში, 11 -12 ივნისის ღამით ძლიერი წვიმის შედეგად, ავლაბარში, მეტეხის ქუჩის N3-ში  ავარიული შენობის კედელი ჩამოინგრა და ტურისტის ავტომობილი დააზიანა.

​როგორც “მთავარს” ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ განუცხადა, ისტორიული შენობა ავარიულია, ის შესყიდული აქვს ინვესტორს და ყველა მაცხოვრებელი გაყვანილია.

” გამგეობას იმ ტერიტორიაზე უსაფრთხოების ლითონის ღობე ჰქონდა მოწყობილი, ტროტუარზე ძალიან ბევრი ტურისტი მოძრაობს და შენობის ჩამონგრევის გამო საფრთხე რომ არ შექმნოდათ, როგორც ჩანს ერთ-ერთმა რუსმა ტურისტმა აკრძალულ ტერიტორიაზე მაინც გააჩერა ავტომობილი”, – აცხადებს გამგებელი.

​მისივე ინფორმაციით, მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება წვიმის შედეგად რაიონისთვის მიყენებული ზარალის დათვლა, სადაც საჭირო იქნება საყრდენი ან გრუნტის შემაკავებელი კედლის აშენება, გამგეობა შესაბამის ზომებს მიიღებს.

მსგავსი თემები