“პარლამენტის დარბაზში უცხო წარმოშობის ნივთიერების შეტანაზე გამოძიება სავალდებულო პროცედურაა” – დიმიტრი ხუნდაძე

დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, პარლამენტის დარბაზში უცხო წარმოშობის ნივთიერების შეტანაზე, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას ზიანი მიაყენა, გამოძიების დაწყება სავალდებულო პროცედურაა.

მისივე თქმით, წინასწარ ვერ ეცოდინება, რა შეიძლება იყოს გამოძიების შედეგი.

„როდესაც საპარლამენტო დარბაზში შემოტანილია უცხო წარმოშობის ნივთიერება და შედეგი დგება ის, რომ რამოდენიმე ადამიანი იწამლება, მის ჯანმრთელობას ადგება ზიანი, გამოძიება ეს არის სავალდებულო პროცედურა. რა შედეგი დადგება, ეს უკვე გამოძიების პრეროგატივაა და წინასწარ დაკვეთილი განაჩენები, რა თქმა უნდა, ვერ იქნება, ეს დრო უკვე კარგა ხნის დავიწყებულია. ასე რომ, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს.  მთავარი არის ის, რომ მითუმეტეს საკანონმდებლო ორგანოში, მითუმეტეს დეპუტატების ხელით, რაზეც არსებობს ეჭვი, არ შეიძლება, მსგავსი ქმედება ხორციელდებოდეს იქ, სადაც ყველაზე მეტად უნდა იყოს კანონი დაცული”,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

პარლამენტის დარბაზში ნივთიერების გაშვების ფაქტზე, საქართველოს პარლამენტის წევრები, ენძელა მაჭავარიანი და კობა ლურსმანაშვილი, თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე დაიბარეს.


მსგავსი თემები