ქედს ვიხრი, თბილისის 13 ივნისის წყალდიდობისას დაღუპული მაშველის ხსოვნის წინაშე – პრეზიდენტი

პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილი პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს მეხანძრე-მაშველებს და თბილისის 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულ მაშველს, ზურაბ მუზაშვილს იხსენებს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად არაერთი ადამიანი გადაარჩინა.

“დასაფასებელია თქვენი ყოველდღიური თავდადება და შრომა, რომლითაც ურთულეს ვითარებაში მაღალი პროფესიონალიზმითა და მონდომებით იბრძვით ადამიანების სიცოცხლის შესანარჩუნებლად.

ქართული საზოგადოება არასოდეს დაივიწყებს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაღუპული მაშველების თავგანწირვას.

ქედს ვიხრი, თბილისში 13 ივნისის წყალდიდობისას დაღუპული მაშველის ზურაბ მუზაშვილის ხსოვნის წინაშე, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად, არაერთი ადამიანი გადაარჩინა.

სამაგალითოა თქვენი თავგანწირვა, პროფესიისა და ჰუმანური პრინციპებისა და ღირებულებებისადმი დამოკიდებულება. სწორედ ასეთ ღირსეულ მაგალითებზე იზრდებიან თაობები და ვითარდება სახელმწიფო.

მადლობას გიხდით გაწეული შრომისათვის!”, – აცხადებს პრეზიდენტი.

მსგავსი თემები