პარლამენტის დარბაზში ნივთიერების გაშვების ფაქტზე, დეპუტატები გამოკითხვაზე დაიბარეს

პარლამენტის დარბაზში ნივთიერების გაშვების ფაქტზე, საქართველოს პარლამენტის წევრები, ენძელა მაჭავარიანი და კობა ლურსმანაშვილი, თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ენძელა მაჭავარიანი პოლიციის სამმართველოში უკვე მივიდა.

„გამოკითხვაზე ვარ და რასაც შემეკითხებიან, შევეცდები, პასუხი გავცე. წინასწარ არ ვიცი, რა შეკითხვები ექნებათ. შევხედე, რომ შემოვიდნენ, მაგრამ როგორც სხვებს ახსოვთ დეტალურად, ასე არ მახსოვს. როგორც კი სუნი ვიგრძენი, გამოვედი. მაშინ სხვა რამეზე ვიყავი გადართული და არ მიფიქრია, რატომ შემოვიდნენ. ეს შეკითხვა მაშინ გამიჩნდა, როდესაც სხვებმა იკითხეს, რატომ შემოვიდნენო“, – განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა.

დეპუტატების გამოკითხვაზე დაბარება 12 დეკემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაურკვეველი ნივთიერების გაშვებას უკავშირდება, რის შედეგადაც ენძელა მაჭავარიანსა და კიდევ რამდენიმე ადამიანს სამედიცინო დახმარება დასჭირდათ. ამ დროისთვის გამოკითხულია დეპუტატი სვეტლანა კუდბაც.

მსგავსი თემები