“ციხეში იმიტომ არ გიშვებთ, რომ სუნი არ დააყენოთ” – ხმაური პარლამენტში

“ციხეში იმიტომ არ გიშვებთ, რომ სუნი არ დააყენოთ,”- ამ სიტყვებით მიმართა
ასე მიმართა უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს სერგო რატიანსა და თინა ბოკუჩავას პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე, რომელიც ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

მანამდე კი “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტის თავმჯდომარეს ბუტაფორია უწოდა და ციხეებში შეშვება მოითხოვა:

„ბუტაფორია ხარ თავიდან ბოლომდე. არავინ არაფერს გეკითხება, მაგრამ ადამიანობა მაინც გამოიჩინე, რომ ციხეში შეგვიშვა“, – მიმართა თინა ბოკუჩავამ არჩილ თალაკვაძეს.

არჩილ თალაკვაძემ კი, ბოკუჩავას სიმშვიდისკენ მოუწოდა და განმარტა, რომ ეს ის ხალხია, ვინც ბოიკოტის წერილებს წერს:

„თქვენ ხართ ის ხალხი, რომლებიც თან ბოიკოტის წერილებს წერთ, თან ბიუროს სხდომას ესწრებით. პასუხი მოისმინეთ და ეპატაჟი დაასრულეთ, დაბრძანდით თქვენს ადგილას და ღვედები შეიკარით“, – მიმართა არჩილ თალაკვაძემ ბოკუჩავას.

მსგავსი თემები