„პეტრე ცაავა რუსეთის უშიშროებაში ბურბულისის კაცია“ – გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას განცხადებით, მეუფე პეტრე ცაავა რუსეთის უშიშროებასთანაა შეკრული. ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში“ კონკრეტული გვარიც კი დაასახელა, ვისთანაც, მისი თქმით, პეტრე ცაავა თანამშრომლობს.

„პეტრე ცაავა შეკრულია რუსეთი უშიშროების ხალხთან. ზუსტად ვიცი ვისთანაც. გენადი ბურბულისი იყო ესეთი ელცინის ხელისუფლებაში. თუ ასე არ არის,  გამოვიდეს პეტრე ცაავა და თქვას, რომ ის არაა ბურბულისთან შეკრული. ის არის ერთ-ერთი ყველაზე ბნელი ფიგურა, რომელიც იყო ელცინის დროიდან მოყოლებული და რომელმაც ის უბედურება დამართა საქართველოს, რაც რუსეთმა დამართა, დაწყებული ცხინვალიდან, აფხაზეთიდან და ამის ერთ-ერთი შემოქმედი იყო ბურბულისი. აი ამ ბურბულისის კაცია პეტრე ცაავა. მაგრამ ვერ იტყვის. მე მომსწრე ვარ მაგის ლაპარაკის ბურბულისთან. ბურბულისი იყო ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა ელცინის მთავრობაში და დღესაც მყარად არის იქ, სადაც არის“ – განაცხადა გოგა ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში“.  

მსგავსი თემები