“იმ ბარბაროსულ დარბევას, რაც „სირცხვილიამ“ თქვენს ოფისში ჩაატარა, ომბუდსმენი არც კი გამოეხმაურა – გოგა ხაინდრავა “მთავარში”

„შეშფოთებული ვარ, რომ იმ ბარბაროსული დარბევის ფაქტს, რაც მოძრაობა „სირცხვილიამ“ თქვენს ოფისში ორჯერ ჩაატარა, სახალხო დამცველი ერთხელაც არ გამოხმაურებია და არც უკითხავს, რა დღეში ხართ“, – ამის შესახებს კინორეჟისორმა, ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.

ხაინდრავას განმარტებით, თავისუფალ მედიაზე მსგავსი თავდასხმის ფაქტით, ომბუდსმენი და საერთაშორისო ორგანიზაციები უნდა დაინტერესდნენ.

„მადლობა ღმერთს, რომ იპოვეთ ბინა და აგრძელებთ მუშაობას. მინდა გამოვხატო გაოცება იმასთან დაკავშირებით, რომ იბ ბარბაროსულ დარბევას, რაც „სირცხვილიას“ წევრებმა ჩაატარეს თქვენს ოფისში ორჯერ, არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და რაც მთავარია, სახალხო დამცველი არ გამოხმააურებია და არც კი უკითხავთ, რა დღეში ხართ. აღარაფერს ვამბობ მედიაქარტიებზე და იმ ორგანიზაციებზე, ვინც ამ ფაქტით უნდა ყოფილიყო შეწუხებული. ეს არის მაგალითი იმისა, თუ რას წარმოადგენენ ეს არსამთავრობოებს ამოფარებული აგენტები, რომლებიც უამრავ ფულს იღებენ საზღვარგარეთიდან, იმისათვის, რომ მოსპონ მორალი საქართველოში,“- განაცხადა რეჟისორმა.

შეგახსენებთ, რომ „მედიაცენტრ მთავარში“ მოძრაობა „სირცხვილიას“ და „გაბედეს“ წარმომადგენლები ორჯერ შეიჭრნენ, რის შემდეგაც მედიაცენტრს ოფისის დატოვება მოუხდა.

მსგავსი თემები