“ყველა ის კონტაქტი, რაც მქონდა და გამაჩნია, გამოვიყენე” – სალომე ზურაბიშვილი ვაჟა გაფრინდაშვილის ტყვეობაზე

“ყველა ის კონტაქტები, რაც მქონდა და გამაჩნია, გამოვიყენე იმისთვის, რომ ძალიან აქტიურად მოვითხოვოთ საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა ამ საქმეში”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის მიერ საოკუპაციო ხაზთან დაკებული ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ამ ახალი წლის პერიოდში მოხერხდება ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება.

“ეს არის ჩვენი რეალური ბერკეტი, რომ გამოვიყენოთ და იმათ იმოქმედონ ჩვენთვის. ძალიან სამწუხაროა, რომ აქამდე ვერ მივაღწიეთ შედეგს, რომელიც არის ექიმის გათავისუფლება. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ შობა-ახალი წლის პერიოდში მაინც მოხერხდება ეს და მინდა აქედან ოჯახს ვუსურვო მხნეობა,”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

ქართველი ექიმი  ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე 37-ე დღეა, საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში იმყოფება.

მსგავსი თემები