“ჩემი გამოსვლა არანაირად არ ეხებოდა ჯარს, იყო მხოლოდ სტილისტური ფორმა” – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ირწმუნება, რომ ჯარზე გაკეთებული განცხადების კონტექსტი არ ეხებოდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და იყო სტილისტური ფორმა.

„ჩემი გამოსვლა იყო სრულიად კულტურულ სივრცესა და კულტურული ინსტიტუტების მონაწილეობით, რათა შეგვექმნა საკოორდინაციო ცენტრი. არანაირად არ ეხებოდა ეს ჯარს. იყო მხოლოდ სტილისტური ფორმა და ფიგურა, რომელიც იხმარება რიტორიკაში, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ნაკლებად ცნობილია აქ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში, სადაც სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებს უმასპინძლა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ჩვენ სხვა არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი, მაგრამ გვაქვს ის უზარმაზარი, ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა“.

მსგავსი თემები