“ოკუპანტი ქვეყანა უნდა დაისაჯოს“ – მიმართვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და „წითელ ჯვარს“

დეპუტატი ექიმები ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციასა და „წითელ ჯვარს“ მიმართავენ და მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ მოძებნონ ფორმა და უმკაცრესად დასაჯონ ოკუპანტი ქვეყანა, რომელმაც ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დააკავა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ პროფესიით ექიმმა დეპუტატმა ვაჟა გაფრინდაშვილმა გააკეთა.

„მინდა მივმართო, პირველ რიგში მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციას, სადაც ჯანმრთელობის დაცვა, როგორც ფიზიკური, ისე სულიერი, მორალური, ყველა კუთხით, გამართულია ამ ცნებაში. მივმართავ „წითელ ჯვარს“, რომელმაც იცის, რომ ომის დროს, აქტიურ ფაზაშიც კი, ექიმის დანახვაზე იარაღის სროლა უნდა შეწყდეს. ექიმის საქმიანობაში ხელის შეშლა ყველა კონვენციით დასჯადია. ჩვენი ქვეყანაც ამ კონვენციას  მიუერთდა. პარლამენტმა გამოიტანა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მხარდაჭერილი იქნა. ექიმის საქმიანობაში ხელის შეშლა დასჯადია. ამიტომ, დასჯის ფორმა უნდა შეირჩეს. ოკუპანტი ქვეყანა, რომლის უშუალო ჩარევითა და წახალისებით არის დღევანდელი ქმედება განპირობებული, უნდა იყოს დასჯილი მსოფლიოს ყველა ქვეყნის მიერ. მორალურ დასჯას ვგულისხმობ, იმიტომ რომ, ამ შემთხვევაში, ცხელ ფაზაში გადაყვანა, მათ პროვოკაციაზე წამოგება იქნება და ეს იქნება ისევ მათ სასარგებლოდ, მათ წისქვილზე დასხმული წყალი. ამიტომ, ყველა აქტიური ქმედება რომელიც ცხელი ფაზის გამწვავებას მხარს დაუჭერს, ისევ მათი მხარდამჭერი გამოდგება“ – განაცხადა ვლადიმერ კახაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე.   

მსგავსი თემები