“ზრდილობის გამო მაინც გაეკეთებინა ომბუდსმენს კომენტარი” – ექსპერტი პარლამენტში მომხდარ ფაქტზე

„ზრდილობის გამო მაინც, ალბათ ნებისმიერ ქვეყანაში, თავმოყვარე ომბუდსმენი კომენტარს გააკეთებდა, მაგრამ მე არ ველოდები და არც გამიკვირდება თქვას, რომ ყველაფერი ბავშვური თამაში იყო,“ – ამის შესახებ სამედიცინო კრიმინალისტიკურმა ექსპერმა მაია ნიკოლეიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტში მომხდარი ფაქტით, ქვეყნის ომბუდსმენი და საერთაშორისო ორგანიზაციები უნდა დაინტერესდნენ.

მისი თქმით, ომბუდსმენი და საერთაშორისო ორგანიზაციები მხოლოდ გარკვეული ჯგუფების უფლებათა დარღვევაზე რეაგირებენ:

“მე მიკვირს, ზრდილობის გამო მაინც, ალბათ ნებისმიერ ქვეყანაში თავმოყვარე ომბუდსმენი კომენტარს მაინც გააკეთებდა, მაგრამ მე არ ველოდები და არც გამიკვირდება თქვას, რომ ყველაფერი ბავშვური თამაში იყო. სამწუხაროდ, ომბუდსმენი სდუმს, ისევე როგორც ხშირ შემთხვევაში გარკვეულ საკითხებზე, ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ ომბუდსმენი და გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები რეაგირებენ მხოლოდ გარკვეული პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების ინტერესებზე და სდუმან ჭეშმარიტად ადამიანის უფლებათა დარღვევაზე, თითქოს დანარჩენი საქართველო არ არის ადამიანი და თითქოს დანარჩენი საქართველოს უფლებების დარღვევა არ არის მნიშვნელოვანი”, – განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

ექსპერტის განმარტებით, ქვეყნის კანონმდებელი ორგანოს წარმომადგენლის პასუხისმგებლობა უმნიშვნელოვანესია და ის სხვის უფლებებს არ უნდა არღვევდეს:

“ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, ხალხის რჩეულს, რომელიც ჩვენ კანონებს გვიწერს, იმ კანონებს რითიც უნდა ვიცხოვროთ, პასუხისმგებლობის ძალიან მაღალი მოთხოვნა აქვს. თუ ის ამ პასუხისმგებლობას ვერ აცნობიერებს და მათი მხრიდან ადამიანის უფლებები ირღვევა, აქ უკვე საქმე მეტად სერიოზულია,”- აცხადებს მაია ნიკოლეიშვილი.

მსგავსი თემები