“ვიმედოვნებ, რომ 20 დეკემბერს, სხდომაზე ეყოფათ კეთილგონიერება და ექიმი გათავისუფლდება“ – დავით ასათიანი

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი იმედს იტოვებს, რომ სხდომაზე, რომელიც 20 დეკემბერს არის ჩანიშნული, ეყოფათ კეთილგონიერება და ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდება.

„მე პირადად ფრთხილი ოპტიმიზმით ველოდებოდი გუშინ მის გათავისუფლებას, რადგანაც გვქონდა გარკვეული ინფორმაცია რომ ეს იყო წინასწარი ე.წ. სასამართლო სხდომა და შეიძლებოდა დასრულებულიყო მისი გათავისუფლებით.

სამწუხაროა, რომ იქ არავის არ ჰყოფნის კეთილგონიერება, რომ ექიმი, რომელიც დაკავებულია ჰუმანური საქმიანობის განხორციელებისათვის, რეალურად არ აღიარებს ბრალს და უკვე თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაში იმყოფება, რომ არ გაათავისუფლეს.

იმედს ვიტოვებ, სხდომაზე, რომელიც 20 დეკემბერს არის ჩანიშნული, ეყოფათ კეთილგონიერება და ექიმი გათავისუფლდება“, – განაცხადა დავით ასათიანმა.

ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი გუშინ გაიმართა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა.

მსგავსი თემები