კრწანისის ტყე-პარკში, ველური ბუნების თანამშრომლებისთვის კოტეჯი აშენდა

კრწანისის ტყე-პარკში, სამეურნეო კოტეჯი აშენდა, რომელშიც ველური ბუნების სააგენტოს თანამშრომლები განთავსდებიან.

როგორც სააგენტოში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, ველური ბუნების სააგენტოს თანამშრომლების, ფუნქცია მოვალეობები, კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ახალი ხეების დარგვა, პარკის პირველად დასუფთავება, ხმელი ხეების ჭრის კონტროლი და საირიგაციო კომუნიკაციების დაგეგმვა იქნება. 

“ველური ბუნების სააგენტოს,  კრწანისის ტყეპარკი 2019 წლის მარტიდან შეუერთდა. სააგენტო შეღობავს ტყე-პარკს, აღრიცხავს ტყის კორომებს, ჩაატარებს სანიტარულ-მოვლითი ღონისძიებებს და  მცენარეთა ჩანაცვლებას, არსებული ტყის მოწყობისა და მოვლის სამუშაოების პარალელურად,  „საქართველოს წითელი ნუსხის“ გადაშენების წინაშე მყოფი იშვიათი სახეობების  ხე-მცენარეები ჩაირგვება,” – განაცხადეს სააგენტოში.

კრწანისის ტყეპარკი ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილია. მისი ტერიტორიის  210 ჰა  წარმოადგენს მტკვრის ჭალის ბუნებრივ ეკოსისტემას. 

მსგავსი თემები