“ვთავაზობ “სირცხვილიას”, გამოვიდნენ და გადაისხან ეს ნივთიერება, დავაკვირდეთ მათ მდგომარეობას” – ექსპერტი

“მივმართავ “სირცხვილიას“ და ვთავაზობ, რუსთაველზე გამოვიდნენ და გადაისხან ეს ნივთიერება, 25 წუთი დავაკვირდეთ და ვნახოთ, რა მდგომარეობაში აღმოჩნდებიან“ – ამის შესახებ ევროკომისიის მეორე კატეგორიის ექსპერტმა სურსათის უვნებლობის საკითხებში, ექიმმა-ვეტერინარმა გიორგი ჩიკვაიძემ “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა.

მისი თქმით, ნივთიერება, რაც გუშინ პარლამენტის სხდომათა დარბაზში გამოიყენეს, ძლიერი ალერგენია და ის სხვადასხვა ადამიანზე სხვადასხვაგვარად მოქმედებს:

“თქვეს, რომ ჩაატარეს ცდები, მაგრამ თუ მაქარაშვილმა ისუნთქა ეს და ცუდად არ გახდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ადამიანზე ერთნაირად მოქმედებს. ყველა ალერგენს სჭირდება გარკვეული დრო ადამიანის ორგანიზმში გამომუშავებისთვის, თან ჩვენ დღემდე, ბოლომდე არ ვიცით მისი შემადგენლობა. ანუ მეცნიერულ-ტექნიკური ნაწილის წარმოუდგენლობა რეგისტრაციის სამმართველოში, ნიშნავდა იმას, რომ ჩვენ არ გვქონდა ინფორმაცია ამ პრეპარატის სრულ შემადგენლობაზე. ერთი რაც დადასტურებულად ვიცით, – წარმოიდგინეთ ჯანმრთელი ადამიანი, რომელშიც შედის რაღაც გენი, რაც გარდაცვალების პირას მყოფი ავადმყოფისთვის შეიძლება გამოიყენო და ამ დროს უნდა ჩაერთოს ყველა მექანიზმი იმისთვის, რომ როგორღაც, ის გადარჩეს. ეს თავისთავად არის ალერგენის ძალიან მაღალი მაჩვენებელი. მივმართავ “სირცხვილიას“ და ვთავაზობ, რუსთაველზე გამოვიდნენ და გადაისხან ეს ნივთიერება, 25 წუთი დავაკვირდეთ და ვნახოთ, რა მდგომარეობაში აღმოჩნდებიან“ – აცხადებს ექსპერტი.

გიორგი ჩიკვაიძე განმარტავს, რომ “ACD ფრაქცია 2“ საქართველოში რეგისტრირებული დღემდე არ არის და ის ისევე აკრძალულია, როგორც ევროპის ბევრ ქვეყანაში:

“რეგისტრაციაზე პრეპარატს სამჯერ ეთქვა უარი და მიზეზი იყო ის, რომ მათ ვერ წარმოადგინეს ტექნიკური ნაწილი. გარდა ამისა, ჩვენ გავიარეთ არაერთი კონსულტაცია, თუ რის  საფუძველზე იყო აკრძალული ის, სხვა მოწინავე ქვეყნებში. ნივთიერება, როგორც პრეპარატი, რეგისტრირებული დღემდე არ არის, რაც ნიშნავს იმას, რომ იყიდება არალეგალურად. ამაზე არ კეთდება დიდი აქცენტი, სავარაუდოდ, იმის გამო, რომ ვეტერინარიული დანიშნულების სტატუსი აქვს,” – განაცხადა ექსპერტმა “მედიაცენტრ მთავარში”.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, პარლამენტის დარბაზში, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, მოძრაობა “სირცხვილიას” წარმომადგენლებმა მძაფრი სუნის მქონე სითხე მოასხეს, რის გამოც 6 ადამიანი შეუძლოდ გახდა. მათ შორის 4-ს პოსპიტალიზება დასჭირდა.

13.12.2019admin

ევროკომისიის მეორე კატეგორიის ექსპერტი სურსათის უვნებლობის საკითხებში, ექიმი-ვეტერინარი გიორგი ჩიკვაიძე

მსგავსი თემები