კომიტეტის სხდომიდან ჟურნალისტების ძალის გამოყენებით გაყვანის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო

საქართველოს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან მანდატურების მიერ ჟურნალისტების ძალის გამოყენებით გაყვანის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით დაიწყო, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დღეს დილით, დაახლოებით 10:00 საათზე დაიწყო. სხდომა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

დამოუკიდებელი დეპუტატები, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები სხდომის გადადებას ითხოვდნენ. სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა, რის შემდეგაც მედიის წარმომადგენლებს დარბაზში გაჩერების საშუალებას მანდატურები არ აძლევდნენ.

მსგავსი თემები